რატომ იტირა Avril Lavigne-მა პირდაპირ ეთერში?!

0
18

Avril Lavigne-მა 6 თვე უმძიმეს დაავადებასთან, ლაიმთან ბრძოლაში გაატარა, ავადმყოფობა, რომელიც აღმოსავლურ ქვეყნებში ტკიპას ნაკბენით გადადის თავს საწყალ პოპ პანკ შემსრულებელს დაატყდა. მას დიაგნოზი ჯერ კიდევ დეკემბერში დაუსვეს, თუმცა, პრესას ეს სამწუხარო ამბავი შემსრულებელმა მხოლოდ აპრილში გაუმხილა. ცოტა ხნის წინ კი Avril-მა ნაციონალური მაუწყებლის დილის შოუში პირველად ისაუბრა იმ მძიმე დღეებზე, რომლებიც ძლივს გადააგორა. Lavigne-მა თავი ვერ შიეკავა და საუბრის დროს ტირილიც კი დაიწყო, მოგვიანებით კი სოციალური ქსელების საშუალებთ ფოტო გაავრცელა – “თავი ვერ შევიკავე და ავტირდი. ლოლ. მადლობა ღმერთს, გამოჯანრმთელების გზაზე ვდგავარ. როგორც იქნა ძველებურ ცხოვრებას ვუბრუნდები და ნელ-ნელა სხვა ადამიანებსაც დავეხმარები“ – წერს მუსიკოსი.

დიაგნოზის დასმამდე Avril-მა ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა – გოგონას ყოველ ღამე ცივ ოფლში გახვითქულს ეღვიძებოდა. ექიმები კი ვერაფრით არკვევდნენ, რა იყო ამისი მიზეზი. მათი ნაწილი დაღლილობის სინდრომს მიიჩნევდა მიზეზად, მეორე ნაწილს კი ეგონა, რომ Avril-ს ურბალოდ, ქრონიკული დეპრესია ჰქონდა. შესაბამისად, მათ მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი შედეგის მომტანი ნადმვილად არ გახდლათ. ერთ დღეს კი Lavigne-მა თავად დაასკვნა, რომ მას ლაიმის დაავადება სჭირდა, შესაბამისი სპეციალიზაციის მედიკოსსაც მიმართა და მისი ეჭვიც გამართლდა. ამის შემდეგ შემსრულებელმა მკურნალობის ძალიან რთული კურსი დაიწყო. ის ერთი კვირის განმავლობაში ლოგინიდანაც კი ვერ დგებოდა, გოგონას მოსავლელად დედაც კი ჩამოვიდა, ყოფილ მეუღლეს ეწვია Chad Kroeger-იც. ამ პერიოდში Avril-ი, რა საკვირველია, ხალხში არ ჩნდებოდა და ძირითად დროს სახლში, ლოგინში ატარებდა.

მიუხედავად, გადატანილი უმძიმესი დღეებისა, Avril-ი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი, როგორც ამბობს, მკურნალობის პირველი კურსი უკვე დასრულებულია, თუმცა, საკმარისი ძალა უკვე აქვს, რომ მუსიკალურ საქმიანობას დაუბრუნდეს – ივლისში ის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება და ახალ სიღერას, Fly-ს შეასრულებს.