Paris Hilton-ი შიშით სიკვდილს ძლივს გადაურჩა

0
23

Paris Hilton-ი რამდენიმე დღის წინ სიცოცხლეს კივილით, წივილითა და ტირილით გამოეთხოვა – ქერა ამერიკელი თვითმფრინავში სრულ ისტერიკაში ჩავარდა და ვერ გეტყვით, როგორ გადაურჩა შიშით სიკვდილს, მაგრამ იმაში დაგარწმუნებთ, რომ თვიმფრინავს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, უბრალოდ, საწყლი Hilton-ი ცუდი ხუმრობის მსხვერპლი გახდა. მისი რეაქციები კი კამერით გადაიღეს და მოგვიანებით გაუმხილეს, რომ ეგვიპტელი ტელეწამყვანის მახეში მწარედ გაება -“მოგკლავ!“ მთელი ხმით კიოდა Paris-ი.

თვითმფირნავი ჰაერში იყო, როდესაც უცებ ვარდნა დაიწყო, თვიმფრინავში ნამდვილი პანიკა ატყდა, Hilton-ი კიოდა და ტიროდა, ის ყველა ახლობელსა და ძვირფას ადამიანს გამოემშვიდობა. კადრში გამოჩნდა უცნობი შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც Paris-ის დამშვიდებაც ცდილობდა, ქალს ეხუტებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ხუმრობის იდეის ავტორი სწორედ ეს ადამიანი გახლდათ, ეგვიპტელი ტელეწამყვანი სახელად Ramez Galal-ი. 40-წამიანი ვიდეოს განმავლობაში Hilton-ის ისტერიკა ვითომ გულთან ახლოს მიაქვს და ქალს ეხუტება კიდეც, თუმცა, საეჭვოა საწყალ Paris-ს თვიმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ Galal-ისთვის ჩახუტების კი არა 1 მეტრის დისტანციაზე მიკარების უფლება მიეცა, თანაც თუკი გოგონას არაადეკვატური გამოხტომებით ვიმსჯელებთ, დიდი ეჭვი გვაქვს, ეგვიპტელ ვარსკვლავს კარგი დღე არ დაადგება.