გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე YouTube-ზე დაბრუნდება – „მოგენატრეთ?“

გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ მალე YouTube-ზე დაბრუნდება. გადაცემის ფეისბუქის გვერდზე ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეო გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ამჯერად YouTube-ზე გაგრძელდება.

„მოგენატრეთ?“, – წერს დათო გორგილაძე.

ცნობისთვის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა, ბოლო ეპიზოდი კი მაყურებელმა გასული წლის 29 დეკემბერს ნახა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქესთან ერთად კიდევ რამდენიმე გადაცემა დახურა. 

Scroll to Top