ყველაზე გემოვნებიან ბრიტანელად ქეით მიდლტონი დასახელდა

0
3416

პრინც უილიამის მეუღლე, ქეით მიდლტონი ყველაზე მოდური და გემოვნებიანი ბრიტანელის სტატუსს, კვლავ ინარჩუნებს. სწორედ ასეთი რეზულტატი აჩვენა სააგენტო “Rakuten Marketing”- ის გამოკითხვამ, რომლის შედეგებიც, ლონდონის მაღალი მოდის კვირეულზე გახდა ცნობილი. ნისლიანი ალბიონის მაცხოვრებლებმა, ბრიტანეთის მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიან პერსონად, კვლავ ქეით მიდლტონი დაასახელეს.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ბიტანელი ქალების 29%-ს სურს, რომ მიდლტონივით იმოსებოდეს, ისინი ცდილობენ ქეითის ჩაცმის სტილის კოპირება მოახდინონ. გაცვეთილი ჯინსები, უბრალო და სადა მაისურები, ხოლო რაც შეეხება მიდლტონის სტილში შექმნილ კაბას, ის ბრიტანეთის ბუტიკებში გაყიდვების ჰიტად იქცა.

როგორც აღმოჩნდა ბრიტანელი ქალებისთვის მისაბაძი ჩაცმულობით ასევე გამოირჩევიან: რიტა ორა, ელი გოლდინგი, ემა უოტსონი და ბლოგერი ზოი საგი, რომელიც “Zoella” – ს მეტსახელით არის ცნობილი. ეს უკანასკნელი ბრიტანელი ახალგაზრდების შთაგონების წყაროა.

თუ ზემოხსენებულ კვლევას ვენდობით, თანამედროვე ბრიტანელების და არამხოლოდ ბრიტანელების ჩაცმულობის სტილზე, სოციალურ ქსელებსაც დიდი გავლენა აქვს. აი მაგალითად ბრიტანელი ქალების 26 % გამოტყდა, რომ ესა თუ ის ნივთი ან სამოსი, მხოლოდ იმიტომ შეიძინეს, რომ ის სოციალურ ქსელში ნახეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here