ლუკა კურტანიძემ და ხათუნა მიქაცაძემ ჯვარი დაიწერეს

0
3495

ლუკა კურტანიძემ და ხათუნა მიქაცაძემ ჯვარი გუშინ დაიწერეს. წარსულში მოჭიდავე და ახლა უკვე პარლამენტარი, პიარ-სპეციალისტ ხათუნა მიქაცაძეზე 2014 წელს დაქორწინდა. მათი სიყვარულის ისტორია დიდხანს იყო გასაიდუმლოებული. ლუკა კურტანიძემ ხათუნა მიქაცაძეს ხელი, ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე მოულოდნელად თხოვა. ხათუნა მაშინ ჭიდაობის ფედერაციის სპიკერი იყო.

“დღეს ამ დაძაბულ დროს ღვთის წინაშე წავრსდგებით და მის ლოცვა-კურთხევას მივიღებთ, რომ სიცოცხლე, ლოცვა და სიკეთის კეთებით გავლიოთ მე და ჩემი დარჩენილი სიცოცხლის ღვთის წყალობამ! ქართველ კაცს არ შეშვენის სიყვარულზე მრავალსიტყვაობა, მაგრამ ერთს ვიტყვი მხოლოდ, მადლობა მამა ზეციერს ამ სიცოცხლისთვის და ამ რთულ გამოვლილ გზაზე, სიცოცხლის მანათობელი მიწყალობა და სიცოცხლის ბოლომდე შევწირავ ჩემი ცოდვილი გულით უდიდეს მადლიერებას! მადლობა თქვენ დალოცვისთვის და შენდობას ვითხოვ თუ ვინმესთვის მიწყენინებია ან უნებლიედ გული მიტკენია… შემეწიეთ ლოცვაში”- დაწერა ლუკა კურტანიძემ სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here