სად ისწავლიან ცნობილი ქართველების შვილები?

0
5399

ბავშვის ცხოვრებაში და აღზრდაში სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს და საქართველოში მათი დიდი არჩევანია. მშობელს საშუალება აქვს პატარას განათლება, საჯარო ან კერძო სკოლაში მიაღებინოს. ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ცნობილი ადამიანების შვილებიც, დიდი სიხარულით შეხვდნენ.

ლელა კილაძის და გიგი უგულავას ვაჟი ალექსანდრე, დედის გადაწყვეტილებით, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ისწავლის. ალექსანდრე სკოლაში დედამ მიიყვანა და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “სანდრო უკვე სკოლაში.” შეგახსენეთ, რომ ლელა კილაძე გიგი უგულავას რამდენიმე თვის წინ დაშორდა და საცხოვრებლად გუკა რჩეულიშვილთან გადავიდა, რომლისგანაც ბავშვს ელოდება.

ტელეწამყვან თამუნა მუსერიძის და მუსიკოს, გურამ მაკალათიას ვაჟი, ალექსანდრე წელს მეორე კლასში გადავიდა. ალექსანდრე 55-ე სკოლის მოსწავლეა, დღეს სკოლაში მისულს დამრიგებელი არ დახვდა, ამის შესახებ სციალურ ქსელში თამუნა მუსერიძემ თავად დაწერა: “ბავშვი გამოვპრანჭე, ყვავილები ვუყიდე ,სკოლაში მოვიყვანე და….. აღმოჩნდა,რომ დამრიგებელი აღარ გვყავს. შეგვყარეს 5კვადრატულ ოთახში და ახალ დამრიგებელს დაელოდეთო. როდის იქნება,არ ვიცით.”

წელს წავიდა სკოლაში მოდელ თამუნა გაბრიელაშვილის და ვახო მამალაძის შვილი, მარიამ მამალაძე მშობლების გადაწყვეტილებით 53-ე სკოლის მოსწავლე გახდა, სადაც პატარა გოგონა პირველად, მშობლებმა მიიყვანეს.

სასწავლო წლის დაწყების სიხარული პატარებთან ერთად მომღერალმა სოფო ნიჟარაძემაც გაიზიარა. ის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პატარა იოსთან ერთად იმყოფებოდა, იო სოფოს ბიძაშვილის შვილია, რომელიც მომღერალს ძალიან უყვარს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს.

წელს პირველად წავიდა სკოლაში, განათლების მინისტრის ყოფილი მრჩეველის, ოთარ აბესაძის ქალიშვილი ნინი. მამის გადაწყვეტილებით, ის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე გახდა. ნინი სკოლაში დედამ და მამამ მიიყვანეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here