“Victoria’s Secret”-ის ანგელოზი – ქენდის სვეინპოლი პოდიუმზე წაიქცა

0
40

სტივენ ტაილერი, ქანიე უესთი, კიმ კარდაშაინი, ანა ვინტური და კიდევ არაერთი ცნობილი, წარამტებული და პოპულარული ადამიანი ჟივენშის შოუზე ცნობილი მოდელის, “Victoria’s Secret”-ის ანგელოზის, ქენდის სვეინპოლის შერცხვენის მომსწრეები გახდნენ.

გოგონამ მორიგი კოსტიუმის წარდგენისას ფეხი ფეხსაცმლის სამშვენისს გამოსდო და წაიქცა. მის დასამხმარებლად რამდენიმე მამაკაცი წამოხტა, ქენდისმაც გზა ღიმილითა და მადლობებით გააგრძელა, მოგვიანებით კი ინსტაგრამის საშუალებით ფოტო გააზიარა – სურათში აშკარად ჩანს, რომ მოდელს ორივე მუხლი გადაყვლეფილი აქვს, თუმცა, როგორც მანეკენი ამბობს, ამ პატარა ტრავმას ხურდაში შელახული თავმოყვარეობაც მოჰყვება.

პოდიუმზე გმირულად დაცემულთა რიცხვში არაერთი ცნობილი და პოპულარული მოდელია, ასე რომ, ქენდისს კარიერის დანგრევისა და შემოთავაზებების შემცირების ნამდვილად არ უნდა ეშინოდეს. თუმცა, მისი წაქცევა არაერთმა გამოცემამ ხელზე დაიხვია და როგორც ზოგიერთი ბოროტი ენა ხუმრობს, ცუდად მორგებული ფეხსაცმელი აქ არაფერ შუაშია, ქენდისი უბრალოდ შოკში ჩავარდა როცა ეგრეთწოდებულ ფრონტ როუში კიმ კარდაშიანს მოჰკრა თვალი – ორსული ვარსკალვი ხომ ჟივენშის ჩვენებას პერანგით დაესწრო. ყოველ შემთხვევაში მისი სრულიად გამჭვირვალე კაბა, ბოდი და მხრებზე მოგდებული ქურთუკი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს რეალითი შოუს ვარსკვლავი ჩვენებაზე პირდაპირ საძინებელი ოთახიდან გაემართა, კაბის ჩაცმა დაეზარა და უბრალოდ მხრებზე თბილი ქურთუკი მოიგდო.

[jwplayer mediaid=”2932″]