სახალისო ვიდეო, რომელიც ლარის კურსის ვარდნას ეძღვნება – “დაახურდავე 1 $ – გახდი მილიონერი“

0
10

ლარის კურსი, კომერციული ბანკების მონაცემებით, უკვე 2,54-ს უტოლდება. სოციალურ ქსელებში ატეხილია აჟიოტაჟი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. ყოველი მეორე პოსტი ამ თემას ეძღვნება.

ერთ-ერთმა კომპანიამ ვიდეოც კი მოამზადა, სახელწოდებით “დაახურდავე 1 $ – გახდი მილიონერი“, სადაც მათხოვარი ქუჩაში დოლარს იპოვის და მილიონერი გახდება.

ეს ვიდეორგოლი მოგვაგონებს ერთ კომედიურ ფილმს სახელად “ევროტური“, როდესაც ბრატისლავაში ჩასული ამერიკელი ახალგაზრდები რამდენიმე დოლარით ლამის სასტუმროს იყიდიან. რა თქმა უნდა, ეს ეპიზოდი აშკარად გაზვიადებულია, როგორც ქართულ ვიდეოში ასახული სიტუაცია, თუმცა ფაქტია, რომ ლარი-დოლარის ურთიერთქმედებას ახლა უკვე სპეციალურად შექმნილი ვიდეორგოლებით ეხმაურებიან.

[jwplayer mediaid=”2958”]