ტომ კრუზი სიკვდილს ძლივს გადაურჩა

0
58

ტომ კრუზი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. “შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავი ამჟამად ახალ ჰოლივუდურ პროექტზე, “Mena”-ზე მუშაობს. მსახიობი გადაღებებში აქტიურადაა ჩართული. ერთი ლოკაციიდან მეორეზე გადაყვანის დროს კი ავიაკატასტროფას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ჯერჯერობით გადარჩენილის სახელსა და გვარს არ ასახელებენ, თუმცა, კოლუმბიის ანტიოქიის ოლქის წარმომადგენელი მარია ინდელ კარდონა აცხადებს, რომ დაზარალებული მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უცნობია, რამ გამოიწვია მცირე ზომის თვიმფრინავის ავარია, როგორც ამბობენ, კატასტროფის მიზეზი მოულოდნელად გაუარესებელი ამინდი გახდა. ამჟამად ავიაკატასტროფის მსხვერპლი მკურნალობის კურსს ქალაქ მედელინში გადის, ამავე ქალაქშია გადასვენებული მიცვალებულების სხეულებიც. ჯერჯერობით გაურკვეველია როდის აღდგება ფილმზე მუშაობა.