ვარლამ ლიპარტელიანი მესამე ბიჭის მამა გახდა

0
2382

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მესამე შვილის მამა გახდა. გიული ჭკუასელს და ვარლამს ბიჭი გაუჩნდათ, რომელსაც ერეკლე დაარქვეს.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს და მათ სამშობიაროდან ხვალ გაწერენ.

27 წლის ვარლამ ლიპარტელიანი, იგივე ლიპო, ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), 4-გზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. ასევე გახლავთ, მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში.

წარმატებულ სპორტულ კარიერასთან ერთად, სპორტსმენს წარმატებული ოჯახური ცხოვრებაც აქვს. ლიპარტელიანი 2013 წელს დაქორწინდა გიული ჭკუასელზე. გოგონა ცნობილი ქორეოგრაფის, ანსამბლერისიონისხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილია. გიული ბავშვობაშიერისიონშიცეკვავდა, დღეს კი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელია. წყვილს უკვე სამი ვაჟი დათა, დემეტრე და ერეკლე ჰყავს.   

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here