ვაჟა მანია ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზ-კონკურსის ფინალისტია

0
1521

ნიუიორკის საერთაშორისო ჯაზკონკურსის “MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION” ფინალისტების ვინაობა ცნობილია.
ვაჟა მანიას კვარტეტი” (ვაჟა მანია (ვოკალი), პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი) და გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) იმ შემსრულებელთა შორის მოხვდა, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს. ამ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორცკვირასსამინისტროში განუცხადეს, წელს კონკურსის ჟიურის წევრები “LENNY WHITE”, “RANDY BRECKER” და “MIKE STERN” პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს – “გრემისმფლობელი და მრავალგზის ნომინანტები არიან. ახლა სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ გახდება კონკურსის გამარჯვებული. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION” ჯერ მხოლოდ 3 წელია, რაც მსოფლიო მუსიკალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 2,5 მილიონი ატვირთული ვიდეო, 30 000 დარეგისტრირებული ჯაზ მუსიკოსი და კონკურსის ათეულობით მონაწილეა მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.

ყოველწლიურად, მსმენელების და ჟიურის წევრების ხმების დაჯამების შედეგად, ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სხვადასხვა ჯილდოს მოპოვების გარდა შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ გალაკონცერტში, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლოს, ნიუიორკში “TRIBECA PERFORMING ARTS CENTER”-ში იმართება. შემდგომ “MADE IN NEW YORK JAZZ FESTIVAL” მოგზაურობას იწყებს სხვადასხვა ქვეყნებში.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა მანია და პაპუნა შარიქაძე, ბერკლის სამუსიკო კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტები არიან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here