20.8 C
Tbilisi
Thursday, June 1, 2023

თიკა ჯამბურიას მუსიკალური ექსპერიმენტი

მომღერალი თიკა ჯამბურია, სულ მალე მსმენელის წინაშე განახლებული რეპერტუარით წარსდგება. თიკა აპირებს ახალ მუსიკალურ ჟანრში იმღეროს. უფრო დეტალურად საკუთარი გეგმების შესახებ, შემსრულებელი „არ დაიდარდოს“ ესაუბრა.

– მე და ჩემი ორი მეგობარი ახალ პროექტზე ვმუშაობთ. ამ პროექტით სრულიად ახალ მუსიკალურ ჟანრში წარვსდგები მსმენელის წინაშე. ეს იქნება ჩემი, ელექტრონული მუსიკის ჟანრის და კლავიშის სინთეზი. უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ერთ-ერთ კომპოზიციაზე, რომლის ჩაწერაც მალე დასრულდება. შემდეგ კლიპსაც გადავიღებთ და პრეზენტაციას გავმართავთ.

– რატომ გადაწყვიტეთ ელექტრონულ ჟანრში ძალების მოსინჯვა?

– ყოველთვის მომწონდა ამ ჟანრის მუსიკა, სისტემატიურად ვუსმენ ელექტრონულ მუსიკას და მინდოდა იმ ჟანრში მომესინჯა ძალები, რომელიც მომწონს. თუ გაამართლა პირველმა კომპოზიციამ, შემდეგ სულ ამ ჟანრში ჩავწერ ახალ სიმღერებს.

Latest Posts

ბოლო სიახლეები