თუ გამოიცნობთ, რომელი ქართველი მომღერალია ფოტოზე?!..

0
1903

ალბათ, ვერასდროს გამოცნობთ, ვინ არის გამოსახული ამ ფოტოზე. მით უმეტეს, თუკი ამ ქართველი მომღერლის არცთუ დიდი ხნის წინანდელი ფოტოები გახსოვთ.

დიახ, ეს სალომე ქათამაძეა, იგივე მდივანი, რომელმაც გვარი ასევე მცირე ხნის წინ გამოიცვალა. სალომე საქართველოში პოპულარული გახლდათ, „ვოისში“ გამარჯვების შემდეგ ის „ახალ ტალღაზე“ იურმალაში გაემგზავრა, სადაც მეორე ადგილზე გავიდა. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოყოლებული ცდილობდა წონაში დაკლებას, თუმცა ფორმები სრულად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

სალომე ბოლო პერიოდია, ნიუ იორკში ცხოვრობს. ამერიკულ „ვოისშიც“ სცადა ბედი, თუმცა პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობას კიდევ აპირებს.

სალომემ წონაში შესამჩნევად დაიკლო, ჩაცმის სტილიც შეიცვალა და თმა შეიჭრა და გადაიღება ისე, რომ მისი ცნობა მართლა გაგიჭირდებათ.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს მისი პირადი „ფეისბუქიდან“. იხილეთ ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here