28.8 C
Tbilisi
Monday, May 29, 2023

თიკა ფაცაციას ღრმად შეხსნილმა ქვედაბოლომ მაყურებელი და თანაწამყვანები გადარია

თიკა ფაცაცია ეკრანზე თუ მის მიღმა ყოველთვის კარგად გამოიყურება, მაგრამ გუშინ „მატერია თბილისის“ მიერ შექმნილ ღრმად შეხსნილ შავ ქვედაბოლოში განსაკუთრებული იყო.

მას და აჩიკო სოლოღაშვილს, უკვე უცვლელ წყვილად ჩამოყალიბებულ მეგობრებსა და კოლეგებს, მიჰყავდათ „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი ოთახიდან ლაივი. იქ ისინი სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსს მასპინძლობდნენ.

ერთ-ერთ ჯერზე, როდესაც თიკა სავარძელზე ჩამოჯდა, ისე ღრმად ჰქონდა ჩახსნილი ქვედაბოლო, რომ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მაია ასათიანის კომპლიმენტებიც დაიმსახურა. მაყურებელსაც, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია თიკას თამამი სამოსი…

ფოტოები: ნიკოლოზ ურუშაძე

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები