ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონი გაიხსნა – რა ელის მაყურებელს

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე (ასმეერთე) საკონცერტო სეზონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, მორიგ სიმფონიური მუსიკის კონცერტს წარმოგიდგენთ.

სეზონის პარტნიორი – კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია.

101-ე საკონცერტო სეზონი 2 ოქტომბერს, კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით გაიხსნა და სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე წარდგა მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ვალერი სოკოლოვი.

6 ნოემბერს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება ცნობილი საქსოფონისტი – რიშარდ ზოლეძიევსკი. სადირიჟორო პულტთან – რევაზ ჯავახიშვილი. შესრულდება ვინსენტ დე ინდის,  დარიუს მიოს, ჯორჯ გერშვინის და გია ყანჩელის თხზულებები.

კონცერტები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში (დავით აღმაშენებლის გამზირი 182) 20:00 საათზე გაიმართება და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე – TKT.GE

Scroll to Top