The Saturdays-ის წევრი ვანესა ვაითი სოლო კარიერას იწყებს

0
13

The Saturdays შესაძლოა დაიშალოს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფის წევრი ვანესა ვაითი სოლო კარიერის დაწყებას და ბენდის მიტოვებას აპირებს. ჭორები რამდენიმე დღის წინ თავად მუსიკოსმაც დაადასტურა და პირველი სოლო სინგლიც წარმოადგინა.

როგორც ვაითი აცხადებს ეს იქნება სრულიად განსხვავებული იმისგან რასაც აქამდე ქმნიდა ჯგუფში მოღვაწეობისას. ახალ სიმღერას “Relationship Goals” ქვია და მას მომღერალი ქლოე მარტინისთან ერთად ასრულებს.

მუსიკალურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ ვანესა წლის ბოლომდე თაყვანისმცემლებს პირველ სოლო ალბომსაც შესთავაზებს, თუმცა ჯერჯერობით მისი რელიზის თარიღი უცნობია.