ადამ ლამბერტი ახალ სინგლს უშვებს

0
44

ადამ ლამბერტი ახალი სინგლის რელიზისთვის ემზადება. სულ ახლახან, Warner Music-მა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერლის ახალი ალბომიდან მესამე სინგლი “The Original High”, რომელიც ამავე სახელწოდების კრებულში არის შესული.

ლამბერტის მესამე სტუდიური ალბომი “The Original High” მიმდინარე წლის ივნისში გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა სინგლს “Ghost Town”, რომელიც კრებულის ლიდ სინგლი გახდა.

ცნობილია, რომ 2016 წლის იანვარში მუსიკოსი ტურნეს დაწყებას გეგმავს, რომელიც ზემოთხსენებული ალბომის მხარდასაჭერად გაიმართება. ამჟამად კი შემსრულებელი Queen-თან ერთად მართავს კონცერტებს. მსოფლიო ტურნე, რომელიც 2014 წელს დაიწყო, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, სანტიაგოში დასრულდება…