ნუკი კოშკელიშვილი გათხოვდა – ექსკლუზიური ფოტოები ამერიკიდან

0
128

ნუკი კოშკელიშვილმა და ბენჯი ჩეიმმა იქორწინეს – ტელეწამყვანმა ახალი ამბავი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. “ხშირად მეკითხებიან რატომ არ თხოვდებიო და სულ ვპასუხობ, იმიტომ რომ ბეჭედი მიკეთი სულ ”უფალო შემიწყალე”… მეგობრებო ჩემი ბეჭედი ხომ არ გინახავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!” – წერს ნუკი ფეისბუქზე.

ცერემონია ამერიკაში შედგა – ნუკის ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა. ასევე ცნობილია, რომ მიწვეულ სტუმრებს შორის მოხვდა მომღერალი ნინი შერმადინი.

შეგახსენებთ, რომ ნუკი კოშკელიშვილისა და ბენჯი ჩეიმის ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში ნუკი თავის რჩეულთან ამერიკაში წავიდა დასასვენებლად, რასაც მაშინვე მოყვა ხმები მისი გათხოვების შესახებ, მაგრამ მაშინ ტელეწამყვანი ჭორებს უარყოფდა…

Music Box ულოცავს ნუკისა და ბენჯის გაბედნიერებას…