თამრიკო ჭოხონელიძე დუმილს არღვევს – “გადავყევით პოლიტიკაზე ლაპარაკს და თავზე დაგვექცა კულტურა!“

0
33

თამრიკო ჭოხონელიძე, რომელსაც, როგორც თავად წერს, დიდი ხანია, არაფერი უთქვამს, დუმილს არღვევს და ფეისბუქზე პოსტს დებს, სადაც ყურადღებას კულტურის დაქცევაზე ამახვილებს.

“თუ გინდა ერი გადააშენო, კულტურა უნდა დაუნგრიოო… გადავყევით პოლიტიკაზე ლაპარაკს და თავზე დაგვექცა კულტურა! არა, კი არ დაგვექცა, ჩვენივე ხელით დავაქციეთ!

ჩემო ძვირფასებო! დიდი ხანია არაფერი მითქვამს და გამიზიარებია თქვენთვის, მაგრამ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ: არ გეჩვენებათ, რომ უკვე ზღვარს ძალიან გადავიდნენ ტელევიზიები?! ამ ისედაც დათრგუნულ ხალხს საცინრად იგდებენ, უბრალოდ, არაფრად თვლიან! ისეთ უგუნურებებს ლაპარაკობენ, რომ უკვე უცხოელები, რომლებიც ზოგჯერ ჩვენზე კარგად იცნობენ ჩვენს კულტურას, ქილიკით გვისწორებენ, ეს ასე არ არისო! ასე არ შეიძლება!

მე ჯერ არაფერს ვიტყვი მეტს. უბრალოდ, თხოვნით მოგმართავთ: თუ გაქვთ საშუალება, ნახეთ 2 დღის წინანდელი იმედზე ორშაბათის-9/30 დან 9/40 მდე მონაკვეთი და თუ გაგიჩნდათ აზრი, დაწერეთ თქვენი მოსაზრება. ეს ძალიან საჭირო იქნება ისევ ჩვენი შვილებისთვის, რომლებსაც ჩვენივე გაუნათლებლობითა და უგუნურებით საკუთარ კულტურას ვუნადგურებთ! მე ველოდები თქვენს გამოხმაურებას. რა თქმა უნდა, მე ჩემს მოსაზრებას დაგიფიქსირებთ, ოღონდ ჯერ თქვენ მითხარით, არის თუ არა ჩემი აღშფოთება და შეშფოთება საფუძვლიანი?! გმადლობთ“.

ჩვენ, რასაკვირველია, გადავახვიეთ “იმედზე“, ორი დღის წინანდელი, ანუ ორშაბათის გადაცემაზე, მითითებულ დროს და ვნახეთ, რომ გადაცემაში სტუმრად იყო მომღერალი პაატა თედიაშვილი, რომელმაც “ჩუმ ბაღნარში“ ახალი ინტერპრეტაციით შეასრულა და ამ სიმღერაზე გადაღებული ახალი ვიდეორგოლი წარუდგინა საზოგადოებას. როგორც ჩანს, თამრიკო ჭოხონელიძეს ეს ვერსია ძალიან არ მოეწონა…

[jwplayer mediaid=”3831”]