“ვოისი საქართველოს“ ახალი პრომო უცხოურის ზუსტი ანალოგია – იპოვეთ ხუთი განსხვავება

0
150

6 ოქტომბერს “იმედის“ ეთერში განახლებული “ვოისი საქართველო“ იწყება. შეგახსენებთ, რომ ორიოდე წლის წინ ტელეარხი ამ მუსიკალურ პროექტს აკეთებდა, თუმცა შემდეგ პაუზა აიღეს. წელს კი, ახალი მთავარი პროდიუსერი მიიწვიეს, გვანცა კილასონია და სრულიად განახლებული მწვრთნელების შემადგენლობა, ანრი ჯოხაძე, ნუცა შანშიაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი და ქეთა თოფურია, რომლებიც დიდ რეიტინგს გვპირდებიან შოუსთვის.

ბათუმში ყველა მწვრთნელის მონაწილეობით შოუს ახალი პრომო გადაიღეს, რომელიც “იმედის“ ეთერში ახლახან გამოჩნდა. ვიდეო ამერიკული “ვოისის“ პრომოვიდეოს ანალოგია. შინაარსი, მოძრაობები, აბსოლუტურად ყველაფერი უცხოურიდან არის გადმოღებული, თუმცა შესაძლოა, ეს არც გავიკვირვოთ, ვინაიდან თავად პროექტიც უცხოურია და მის მსგავსად კეთდება.

ხუთი განსხვავება კი, რომელიც ამ ორ ვიდეოს შორის აღმოვაჩინეთ, არის მათი ოთხი მონაწილე, იქ კრისტინა აგილერა, ბლეიკ შელტონი, სი ლოუ გრინი და ადამ ლევაინი, აქ კი უკვე ჩამოთვლილი ქართველი მწვრთნელები და ბოლოში გამოჩენილი მსახიობი ქალები.

[jwplayer mediaid=”3809″]

[jwplayer mediaid=”3807”]