თამო ვაშალომიძე: “უსამართლობის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ…”

0
35

“მთავრობების პოლიტიკურ თამაშს არ უნდა ეწირებოდეს თავისუფალი მედია…”

“რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მოდელი თამო ვაშალომიძე ფეისბუქის საშუალებით ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.

“სტატუსების წერით რომ არ გამოვირჩევი, ალბათ, შეამჩნევდით, მაგრამ ახლა მინდა საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რადგან გულწრფელად შემტკივა გული იმაზე, რაც ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი განცხადება არის აპოლიტიკური. არ ვერევი და არც მინდა ჩავერიო ნიკა გვარამიასა და ქიბარ ხალვაშის “ომში”. არც რომელიმე მხარის პოზიციას ვიჭერ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვარ სრულიად მიუკერძოებელი.

ეს ყველაფერი, რაც ბოლო დროს “რუსთავი 2”-ის გარშემო ხდება, არის საშინელება და ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოში მედიის თავისუფლებაზე საუბარი უხერხული იქნება. კონკრეტული ადამიანების პირად ინტერესებს არ უნდა ეწირებოდეს სხვა ადამიანების კეთილდღეობა. ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, თუ რა მოყვება თუ ტელეკომპანია ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გარეშე დარჩება.ახლო წარსულიდან უნდა გვახსოვდეს, რა ხდება მაშინ, როცა ერთი მმართველიდან მეორე მმართველის ხელში გადადის სადავეები, თანაც მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ და საერთო ენას ვერ პოულობენ.

ნუ დაგვავიწყდება, რომ თითოეული იმ ადამიანის უკან, ვინც “რუსთავი 2”-ში მუშაობს, დგას არაერთი ოჯახი. ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს, თუ არხი დაკარგავს ამჟამინდელ მფლობელებს. იფიქრეთ იმაზე, რომ ხვალ შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. სწორედ ამიტომ არ უნდა გავჩუმდეთ და არ უნდა დავხაროთ თავი. უნდა დავიცვათ და მხარი უნდა დავუჭიროთ “რუსთავი 2”-ს. (აქვე გეტყვით, რომ მაგალითად ნუ მოიყვანთ 2007 წელს, ტელეკომპანია “იმედის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მე მაშინაც ვაპროტესტებდი “იმედზე” განხორციელებულ ძალადობას, თუმცა ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა…) ერთეული და ათეული ადამიანები არ უნდა შეებრძოლონ ამას, უსამართლობის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, სრულიად საქართველო. მთავრობების პოლიტიკურ თამაშს არ უნდა ეწირებოდეს თავისუფალი მედია. არც ერთი ხელისუფლება არ უნდა ძალადობდეს მედიაზე. თუ ჩვენ არ დავდგებით “რუსთავი 2”-ის გვერდით, ხვალ თითოელ ჩვენგანზე შეიძლება განხორციელდეს მსგავსი ტიპის ძალადობა. იფიქრეთ მომავალზე! მე მხარს ვუჭერ “რუსთავი 2”-ს!

P.S. თუ არ გყოფნით ძალა და გეშინიათ, რომ საკუთარი მომავალი დაიცვათ შეგიძლიათ მხოლოდ
“პური მეპურემ უნდა აცხოს” იმეოროთ…”