ნუცა ბუზალაძემ თურქული “ვოისის” ბრმა ქასთინგში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე საათის წინ TV8-ს ეთერში პროექტის ახალი ეპიზოდი გავიდა, რომელშიც ქართველი შემსრულებელიც გამოჩნდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელების გაგიჟება მოახერხა.
ნუცამ შესარჩევ ტურში “Lady Marmalade” შეასრულა და დარბაზში მყოფი მაყურებლის მოხიბვლა შეძლო, მათთან ერთად კი მწვრნელებისაც. 2014 წლის იურმალას გამარჯვებულს ოთხივე მათგანი შემოუტრიალდა, ნუცამ კი არჩევანი უმშვენიერეს ჰადისეზე შეაჩერა, რომელთან ერთადაც მოგვიანებით საკონკურსო სიმღერა კიდევ ერთხელ შეასრულა.
“Lady Marmalade”-ისა გარდა ნუცამ თურქული “ვოისის” სცენაზე “Mamma Knows Best” შეასრულა და მაყურებლის მოხიბვლა კიდევ ერთხელ შეძლო. სოციალურ ქსელებში ქართველი მუსიკოსის მიმართ უცხოელები კომპლიმენტებეს არ იშურებენ და უკვე პროექტის ფინალისტთა შორისაც მოიაზრებენ…
გუგა ლეჟავა