თაკო მელიქიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის 4 წლის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რომლის მოგვარებაც თურქეთში სცადა, თუმცა ფინანსების უქონლობის გამო ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ელოდება.
„რაც შეეხება პრობლემას, ეს ჩემი 4 წლის შვილის ჯანმრთელობას ეხება და ძალიან პრობლემურია ჩემთვის. არ მინდოდა ამაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ რადგან მკითხეთ, გეტყვით. გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვცდილობ მოგვარებას. თურქეთშიც მყავდა, მაგრამ ახლა, უსახსრობის გამო შევწყვიტეთ. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ველოდები, ჩემი ხარჯებით ვცადე ბავშვის მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ ვერ შევძელი. არადა, უწყვეტი თერაპია სჭირდება. ვცდილობ, არ შევიმჩნიო ნერვიულობა, სტრესი, შიში, განცდა, არ მინდა, ჩემი პრობლემა სხვებს მოვახვიო თავს და ამიტომაც არ ვსაუბრობ ამაზე“.