გურამ ბაღდოშვილი: „უფრო იაფი ჯდება, დამლაგებელი მყავდეს სახლში, ვიდრე ცოლი…“

0
630

ცნობილი შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებზეც პასუხობს.

„შვილები კარგია, მაგრამ ჯერ ადრეა. ჯერ იმდენი უნდა ვიშოვო, შვილები რომ მეყოლება, ყველას თავისი ჰქონდეს. არ მინდა, ჩემმა შვილებმა 15 და 13 წლის ასაკში იმუშაონ. მინდა, ბავშვობა ჰქონდეთ. მარტო იმისთვის, რომ შვილი გყავდეს, ოჯახი არ უნდა შექმნა და სხვა ადამიანის ცხოვრება არ უნდა დაანგრიო. არიან ადამიანები, რომლებიც შვილს „აკეთებენ“ და არა აჩენენ და არ აინტერესებთ ურთიერთობის დამყარება. იმიტომ, ტომ შვილი მყავდეს, ვერავის ვატკენ გულს, ცხოვრებას არ დავუნგრევ. როცა ამის დრო დადგება, ოჯახი აუცილებელი სულაც არაა…“

როგორც გურამი ამბობს, „ლავსთორების“ არ სჯერა:

„ეს ზღაპრები და წინა საუკუნის ისტორიებია. იმიტომ, რომ იმ დროს თავისუფლად ვერ იცხოვრებდი და გჭირდებოდა ვიღაც, ვინც მხარს დაგიჭერდა და საცვლებს გაგირეცხავდა. მე ეს არ მიჭირს. სრულიად კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და ძალიან გამიჭირდება, ვინმემ ზედმეტი კითხვა რომ დამისვას. უფრო იაფი ჯდება, დამლაგებელი მყავდეს სახლში, ვიდრე ცოლი“.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here