20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

ქრისტინე იმედაძე: „რა შეფასება აღარ წამიკითხავს საკუთარ თავზე, ხან ვირი ვარ, ხან ჩოჩორი, ძროხა…“

ნინი ბადურაშვილთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალს მისი მეგობარი, კოლეგა, ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა და დაწერა:

„ეს პოსტი არ ეხება იმ კონკრეტულ გოგოს!

( რომელსაც უკვე ბოდიში მოუხადა ნინიმ)

ზოგადია!

მე უბრალოდ კითხვა მაქვს… კლიპი ან გადაცემა არ მაქვს დადებული, რო წამებში ან ვირი ვარ, ან ცხენი, ჩოჩორი, ძროხა და რა შეფასება აღარ წამიკითხავს ჩემ თავზე… იმ დანარჩენ მთავარ სიტყვებს არ დავწერ ( მაინც ბავშვებიც არიან სოც ქსელში)

მაგ დროს სად ხართ ხოლმე ეგ დამცველები?

ეს “ბულლინგი” – ს კანონები “ცნობადებზე” არ ვრცელდება?

თუ გგონიათ, რომ ვიღაცამ სიმღერა, მოდელობა, წამყვანობა ან მსახიობობა გადაწყვიტა ცხოვრებაში, აუცილებლად სპეციალური ნერვები მოყვება?

გულწრფელად მაინტერესებს, ჩვეულებრივი მოქალაქეს “ბულინგი” – ბულინგია და თუ ეკრანზე ჩანხარ, ვალდებული ხარ, გაუძლო ყველაფერს?

…უბრალოდ, მინდა ვიცოდე რატომ არ ტყდება პანიკა როცა ჩვენს გარეგნობას,ჩვენს შვილებს, ოჯახებს ან ოჯახის გარდაცვლილ წევრებს ეხებიან….

აბა, გუშინ რამდენი დაფიქრდით იმაზე, რომ იქნებ მერამდენე დაუმსახურებელი შეფასება წაიკითხა, რო გულმა არ გაუძლო ერთი შეხედვით თითქოს არგასაბრაზებელ კომენტარზე…

ადამიანები ვართ ჩვენც… და ყოველთვის არ ვართ მზად მივიღოთ “რაღაცები …

კარგია ეს გვერდში დგომა რომ ვიცით, მაგრამ ცუდია, თუ ყველაზე არ ვრცელდება…“

შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილმა ერთ-ერთ გოგონას უპასუხა, რომელმაც მის შესახებ უარყოფითი გამოხმაურება დაწერა, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ნინი ბულინგში დაადანაშაულეს.

(ფოტო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები