We don’t wanna put in – ყველას გვახსოვს ეს სიმღერა, რომელიც სტეფანემ და სამმა გოგომ (თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე) „ევროვიზიისთვის“ შექმნეს. კონკურსი მაშინ რუსეთში ტარდებოდა და საორგანიზაციო კომიტეტმა სიმღერის ტექსტის შეცვლა მოითხოვეს, თუმცა ქართველმა მონაწილეებმა პოლიტიკური კონტექსტის ჩამოშორბა არ ისურვეს და ისინი „ევროვიზიაზე“ არ დაუშვეს.
წლების შემდეგ ეს სიმღერა სტეფანემ ზუგდიდში გამართულ სოლოკონცერტზე ააჟღერა და მსმენელს მიმართა, რომ პუტინისთვის მასთან ერთად ეგინებინათ – „აქ აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში. ეს სიმღერა ეძღვნება პუტინს. ყველა ერთად ვაგინებთ მას!..“