„ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებელი ქეთის პანაშვიდისთვის ემზადება – ტოპკომენტარები

0
2456

„ჩემი ცოლის დაქალების“ ქეთისა და ზაზას ოჯახურ ცხოვრებაში ექიმის შემოჭრამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ახალი სერიის ანონსში ექიმი და ქეთი საწოლში ერთად წვანან, რამაც კომენტარების წვიმა გამოიწვია „ჩცდ“-ს „ფეისბუქის“ გვერდზე.

გთავაზობთ კომენტარებს, რომლებზეც იხალისებთ, თუმცა ზოგეირთი მათგანი სერიოზულადაც კია დაწერილი. ეს საყოველთაო აღშფოთება გვაგონებს კიდეც ერთ ეპიზოდს პოპულარული სერიალიდან, როცა დათოს და სტომატოლოგ ნათიას რომანის გამო მსახიობ ნინო მუმლაძეს მაყურებლები განუწყვეტლივ საყვედურობდნენ.

„კანდელის სუნი დადგა“

„ხალხო, შემდეგ სერიაში თქვენთანაც ის აჩვენეს, რაც ჩემთან?“

„ეს გასაგებია, მაგრამ ვერ ვხვდები, ჩემმა ქმარმა ამის ნახვის შემდეგ რატო შეიტანაა ჩემი ტელეფონი ტუალეტში და რატო აგინებს ჩემს გინეკოლოგ ზოიას“

„რა გაოგნებული სახე აქვს… უთხარით ვინმემ რა ქნა, თორე აშკარად სხვაგან მოხვდა“

„სექსი გააკეთეს?“

„ოჯახი დიდი მწუხარებით იუწყება ქეთის გარდაცვალებას. პანაშვილი სამშაბათს და ოთხშაბათს, 7 საათზე. გამოსვენება ხუთშაბათს, 2 საათზე“

„რუსთავი 2 პარასკევს ამაზე საინტერესო მაინც არაფერი მოხდება და ღმერთი არ გაგიწყრეთ და ბოდიში, დღეს არ გავა ეთერშიო, არ დაგვიწეროთ“

„ქეთიიი, შენ ყოფილხარ უშიში, ვითარცა უხორცო“

„ჩემს თავზე ვიფიქრებდი და ქეთიზე ვერა“

„ვახ ბიჭოს რა მძიმე კვირა გველის წინ, აქეთ არჩევნები, აქეთ ქეთის კუკუნობა, ცაგარელმა რატომ არ გაგვაფრთხილა, კოსმოსშიც ვისი ეტლი ვის მარხილშია ვერ გაიგო ეტყობა, ქაოსი ევრივეაა“

„ახლა მერაბის ცოლის გაბახებაღა დარჩა და სერიალს სახელი გადაარქვით “ ჩემი ცოლის ბ… დაქალები”

„ორივეს ისეთი სახე აქვს, მგონი, რისთვისაც შეიკრიბნენ ლოგინში, არ შედგა“

„ქართული მენტალობა. დაიწყეს ქალის განადგურება. იმ ქალს რა ბექგრაუნდი აქვს, აღარ აინტერესებს საზოგადოებას. ოჯახში ადამიანად რომ არ თვლიან“.

„ეგრე უნდა ზაზასნაირ კაცებს“

„აწი ვალების ჩამოწერაც დაიჯერება“

„წაშალეთ ეს პრომო, ზაზამ არ ნახოს“

„ოღონდ ზაზამ არ გაიგოს და თუ გინდათ, 28-ში არჩევნები ჩაიშალოს“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here