ნინო სურგულაძე “ნიუ იორკ თაიმსის” ყურადღების ცენტრში

0
1254

არაერთხელ მოხვედრილა მსოფლიო ყურადღების ცენტრში, მისი ნიჭიერების თუ შემოქმედების ხარჯზე. ამჯერად კი “ნიუ იორკ თაიმსის” ფურცლებზე ამოიკითხავთ: „ფუფუნებაა, გყავდეს ნინო სურგულაძე აზუჩენას როლში“. დიახ, „ნიუ იორკ თაიმსმა“ პარმის ვერდის ფესტივალი მიმოიხილა, სტატიაში კი აღნიშნა, რომ ნინო სურგულაძის მიერ შესრულებული აზუჩენას პარტია „ტრუბადურის“ ახალ საინტერესო დადგმაში, დამატყვევებელი იყო. მაშინ, როდესაც მეცო-სოპრანოს ცხოვრებაში სიახლეებია იქ აუცილებლად თათა სადრაძის გადაცემა „არტ ფმი“ გამოჩნდება ხოლმე, შესაბამისად პირველი ემოციების მოსმენის შესაძლებლობა რადიო „ფორტუნას“ ერთგულ მსმენელს და „მუზიქ ბოქსის“ მაყურებელს აქვს. სიახლის შესახებ კი ნინო სურგულაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო, თავისივე გადაწყვეტილება შეესრულებინა აზუჩენას პარტია, რადგან თვლიდა, რომ ჯერ-ჯერობით ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ იყო. მისი დარწმუნება კი დიდმა დირიჟორმა, რობერტო აბადომ შეძლო. მეცო-სოპრანო კი ჩვენს კამერებთან რეჟისორთან მუშაობის პროცესს იხსენებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here