სომეხი მილიარდერის შვილის ქორწილში “მგზავრები“ და “მარუნ 5“ ერთად გამოვიდნენ!..

0
42

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კომპანია “ტაშირის“ მფლობელის, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის ვაჟის ქორწილი მეორე დღეა, სალაპარაკო თემაა. მისი ვაჟის, სარქისისა და სალომე კინწურაშვილის ქორწილში მთელი რუსული შოუბიზნესი შეიკრიბა.

“ფორტუნას“ ექსკლუზიურად გააცნეს, თუ ვინ მღეროდა ზემოხსენებულ ქორწილში და მათ შორის, ქართული ჯგუფიც იყო, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

ქორწილი მიჰყავდა ანდრეი მალახოვს, ვერა ბრეჟნევას და ტამია გევორქიანს. პირველ ბლოკში მღეროდნენ ვალერი მელაძე, სოფია როტარუ, ტატა სიმონიანი. მეორე ბლოკში სტუმრების წინაშე წარდგა ჯგუფი “მარუნ 5“, რომელიც ბათუმში ჩასვლამდე სწორედ მოსკოვს სტუმრობდა ამ კერძო საღამოსთვის.

შემდეგ სტუმრების გართობაზე და მუსიკალური განწყობის შექმნაზე იზრუნეს ალა პუგაჩოვამ ფილიპ კირკოროვმა, დიმა ბილანმა, ჯგუფმა “ა-სტუდიო“, გრიგორი ლეპსმა. ქორწილში მხოლოდ ერთადერთი ქართული ჯგუფი იყო ეს “მგზავრები“ გახლდათ. მათ 45-წუთიანი პროგრამა წარმოადგინეს და ყველა თავიანთი ჰიტი შეასრულეს. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ჯგუფს ძირითადად, რუსეთში აქვს კონცერტები, უამრავ ქალაქში გასტროლებზე დადიან და მათ კონცერტებს ათასობით ადამიანი ესწრება, სიმღერებს კი ზეპირად მღერიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართული ტექსტები აქვს.

“მგზავრების“ შემდეგ სცენა რეპერმა ტიმატიმ დაიკავა.

როგორც ჩვენ შევიტყვეთ, ქართული ჯგუფი “მარუნ 5“-ის წევრებსაც შეხვდა. გიგი დედალამაზიშვილი ამჟამად კიევში იმყოფება და სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება დამატებითი კომენტარისთვის ვერ შევძელით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here