შვედი კომპოზიტორი, პოპ მომღერალი და ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი, ლორენი, რომელმაც 2012 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, სიმღერით “Euphoria” მოიგო, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 4 აგვისტოს კონცერტს გამართავს.
“Euphoria” მალევე გაჰიტდა მსოფლიოს მასშტაბით. პირველი ადგილი დაიკავა 21 სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში. 1.2 მილიონზე მეტი გაყიდული ტირაჟით “Euphoria” გახდა მსოფლიო კლუბების ფავორიტი სიმღერა. თუ გადავხედავთ ლორენის ისტორიას, მან 2012 წელს გაიმარჯვა, ნომინაციით: საუკეთესო შვედი შემსრულებელი MTV EUROPE MUSIC AWARD-ზე. ასევე წარდგენელი იყო, მუსიკოსი ქალის საუკეთესო სიმღერით WORLD MUSIC AWARD-ზე.