სოფო ნიჟარაძემ სვანური სიმღერა ჩაწერა

0
2444

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ „ურსასთან“ ერთად სვანური სიმღერა ჩაწერა. სიმღერას „შინა ვორგილი“ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტის იდეის ავტორი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არის. სოფომ და „ურსამ“ ტრადიციული სვანური სიმღერა, ახლებური ინტერპრეტაციით ჩაწერეს, თუმცა სიმღერას ხასიათი არ დაუკარგეს და ძველი ელემენტებიც შეინარჩუნეს. კომპოზიცია „ბრავო რეკორდში“ ჩაიწერა.   

შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძეს სვანეთი განსაკუთრებულად უყვარს, მას სვანური ფესვები აქვს, რომლითაც ამაყობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here