მსახიობი გიორგი შერვაშიძე, მაყურებელმა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო. ის რეიტინგულ სერიალში, მერაბ ნინიძის პერსონაჟის ვაჟის, ნიკუშას როლს თამაშობს, რომელიც ნინო კასრაძის გმირის შვილის შეყვარებულია. სოციალურ ქსელში გიორგი შერვაშიძის და მისი შეყვარებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. წერენ რომ მისი რჩეული „ხელოვნური სუნთქვის“ პერსონაჟია.
„მიუზიკ ბოქსი“ გიორგი შერვაშიძეს დაუკავშირდა:
– ჩემი რჩეული მსახიობი ნატალია გაბისონია არის. ორივე მსახიობები ვართ.
– სად გაიცანით ნატალია?
– მე და ნატალია „სამეფო უბნის თეატრის“ მსახიობები ვარ და ერთმანეთი სწორედ აქ გავიცანით. თავიდანვე მომეწონა, რადგან ლამაზი გარეგნობა აქვს. ასევე ძალიან მაგარი მსახიობია. უკვე ერთი წელია შეყვარებულები ვართ.
– ერთ სპექტაკლში თამაშობთ?
– ერთ სპექტაკლში ჯერჯერობით არ გვითამაშია.
– როდის აპირებთ დაქორწინებას?
– დიდი ხანია უკვე ერთად ვცხოვრობთ. ჯერ სტატუსი არ გვაქვს, რა თქმა უნდა ვაპირებთ ოჯახის შექმნას, მაგრამ რადგან უკვე ერთად ვცხოვრობთ ვიღაცისთვის ესეც ოჯახის შექმნად ითვლება საქართველოში.