მაისში, ჯგუფმა ქოლდფლეიმ მსმენელს ახალი კლიპი წარუდგინა სიმღერაზე “Up & Up”, რომელსაც ისინი მათი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევენ.
სინგლი შესულია ქოლდფლეის ახალ, რიგით მეშვიდე ალბომში, სახელწოდებით “A Head Full Of Dreams“, რომელიც გაყიდვაში, გასული წლის დეკემბერში ჩაეშვა.
ვიდეოს ავტორები არიან კლიპმეიკერები ისრაელიდან, გალ მუჯია და ვანია ჰაიმენი. გადაღებები ნიუ იორკსა და კიევში მიმდინარეობდა, კლიპის შექმნაში მონაწილეობა მიიღო ვიზუალური ეფექტების, უკრაინულმა კომპანიამ “Gloria FX”.
ვიდეო “Up & Up”, იუთუბზე უკვე 74 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ქოლდფლეის ფანები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, კლიპი ფეისბუქზე უამრავმა ადამიანმა გააზიარა და ის სოციალურ ქსელს ელვის სისწრაფით მოედო.
რამდენიმე დღის წინ ქოლდფლეის იუთუბის ოფიციალურ არხზე, გამოჩნდა ვიდეო რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ იღებდნენ ზემოხსენებულ კლიპს. კადრს მიღმა სცენებში ახსნილია რამდენიმე ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდის გადაღების პროცესი და გამხელილია ის ხრიკები რომლებსაც გადაღების დროს იყენებდნენ.