2pac – ის ფანები ამტკიცებენ, რომ მათი კუმირი ცოცხალია!

0
3079

წლების წინ დაღუპული რეპერის, თუფაქ შაკურის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, დარწმუნებულია, რომ მისი კუმირი ცოცხალია! ახლა კი ის ცდილობს ამაში სხვებიც დაარწმუნოს, დამამტკიცებელ საბუთად კი თუფაქის ფანმა, ვიდეო წარადგინა, რომლის მთავარი გმირიც, ლეგენდარულ რეპერს ძალიან ჰგავს.

შეგახსენებთ პლანეტის ყველაზე პოპულარული რეპერი, თუფაქ ამარუ შაკური,25 წლის ასაკში, 1996 წლის 7 სექტემბერს, ლას ვეგასში ჩაცხრილეს. ცხადია, თუფაქის მკვლელობის დღიდან მოყოლებული დღემდე, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რეპერი არ მომკვდარა და მან უცნობი მიზეზებით, მკვლელობის ინსცენირება გაითამაშა.

ზემოხსენებული ვიდეო სადაც სავარაუდოდ თუფაქის ორეული ფიგურირებს, სერიოზულ არგუმენტად არ გამოდგება, რადგანაც ის მხოლოდ ფოტოებით და ავტორის კომენტარებით არის აწყობილი. თუმცა რეპერის ფანები ძირითად აქცენტს, ერთ კონკრეტულ ფოტოზე აკეთებენ, რომელსაც 2015 წლით ათარიღებენ და ამტკიცებენ, რომ სურათზე, სწორედ მათი კუმირია გამოსახული.

“ვიცი ყველას უნდა, რომ ეს სიმართლე იყოს, თუმცა ის ცოცხალი აღარ არის!“ – ასეთი იყო ერთ-ერთი პირველი კომენტარი ოპტიმისტი ფანის მიერ ატვირთულ ვიდეოზე.

გთავაზობთ ზემოხსენებულ ვიდეომასალას და თავად გადაწყვიტეთ, იზიარებთ თუ არა მის შინაარსს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here