ჯერემი მიქსი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც პოლიციელებმა მისი ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნეს. იმ დღიდან მოყოლებული, მისმა ცისფერმა თვალებმა, ამერიკელ და არა მხოლოდ ამერიკელ ქალებს მოსვენება დააკარგვინა.
ჯერემი ციხიდან, მარტში გამოვიდა, მან გისოსებს მიღმა ერთი წელი, იარაღის უკანონო შენახვის გამო გაატარა. გათავისუფლებულ გულთამბყრობელს, ნათესავებთან და ფანებთან ერთად, ცნობილი სამოდელო სააგენტოს “White Cross Management“- ის წარმომადგენელი დახვდა. ამჟამად კი უკვე ყოფილი პატიმარი, წარმატებულ სამოდელო კარიერას იწყობს, მან უკვე მიიღო მონაწილეობა პარიზის მოდის ჩვენებებში.
ჯერემიმ ახალი ფოტოსესიიდან რამდენიმე ფოტო უკვე გაუზიარა გულშემატკივრებს. ერთ ფოტოზე ის ცნობილი მოდელების, ბელა და ჯიჯი ჰადიდების ძმასთან, ანვარ ჰადიდთან ერთად პოზირებს. მართალია დამწყები მოდელები ფოტოზე ერთად კარგად გამოიყურებიან, თუმცა ისიც უნდა აღინისშნოს, რომ ანვარი ცისფერთვალება ჯერემიმ ნამდვილად დაჩრდილა.
ცხადია სიმპატიური ექს-პატიმრის სილამაზით დატყვევებული გოგოები რამდენიმე კადრს არ დაჯერდებიან და ისინი მთლიან ფოტოსესიას მოუთმენლად ელიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ გამოცემაში მოხვდება ჯერემის მიქსის ახალი ფოტოები. ასერომ გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ ცისფერთვალება გულთამბყრობელს, ინტაგრამზე ჩაუსაფრდნენ.