ქეთა თოფურიას კონკურსანტმა, გიორგი ნადიბაიძემ “ვოისის“ ამ სეზონზე გამარჯვება მოიპოვა. ამის აღსანიშნავად ქეთამ მეგობრები და “ვოისის“ წევრები სუფრასთან შეკრიბა, მან გიორგისთან ერთად იმღერა. ამ ყველაფერს, ისევე, როგორც “ვოისის“ ფინალს, ესწრებოდა ქეთას მეორე ნახევარი, ლევ გეიხმანი, რომელიც თბილისში სპეციალურად შოუზე დასასწრებად ჩამოვიდა.
13 იანვარს, ძველით ახალ წელს კი, ქეთა, მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად დათო გომართელისა და “შვიდკაცას“ კონცერტს დაესწრო.