ქართველი სუპერმოდელები – საქმე და პირადი

0
168

საქართველოში სამოდელო ბიზნესმა 2000-იანი წლებიდან შედარებით სისტემური ხასიათი მიიღო. ჩამოყალიბდა რამდენიმე სააგენტო, რომლებმაც სხვადასხვა სახის პოპულარობას შეიწყვეს ხელი. მართალია, საზღვარგარეთ არც ერთ მათგანს არ ჰქონია დიდი წარმატება, მაგრამ საქართველოს პირობებში ამ ტიტულს ნამდვილად იმსახურებენ.

ერთადერთი ქართველი მოდელი, რომელმაც საზღვრებს გარეთ ბრწყინვალე ბრენდების შოუებში გამოსვლას მიაღწია, თაკო ნაცვლიშვილი გახლავთ. ის სწორედ ისეთი კარიერის დასაწყისშია, რომელსაც ყველა მოდელი ისურვებდა.

ზემოთ სააგენტოები ვახსენეთ და უნდა ვაღიაროთ, რომ 2000-იანებში საუკეთესო გოგონები ნატა სამადალაშვილის სამოდელო სააგენტო “ნატალის“ ჰყავდა. ეს ის გოგონები არიან, რომლებმაც სახელი ამ ბიზნესით გაითქვეს, ისინი გამოდიოდნენ ყველა მნიშვნელოვან ჩვენებაზე, მათ იღებდნენ სარეკლამო თუ ვიდეოკლიპებში. რა თქმა უნდა, დასავლელი სუპერმოდელების წარმატების მასშტაბებთან მათი შედარება არასერიოზული იქნებოდა, თუმცა თავიანთ ქვეყანაში პოპულარობის ყველაზე მაღალ მწვერვალებს მიაღწიეს.

იხილეთ სრულად >>>

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here