რიტა ორა გააუპატიურეს

0
26

ბოლო რამოდენიმე დღეა სრულიად დასავლური მედია რიტა ორას პირადი ცხოვრების დეტალების შეასხებ წერს. კვირის დასაწყისში ქსელში მომღერლის ბიოგრაფიული წიგნის მცირე დაწილი გამოჩნდა, სადაც ორა აღიარებს, რომ მისი პირველი სექსუალური გამოცდილება 26 წლის მამაკაცთან შედგა, რომელმაც მასზე ძალა იხმარა. საქმე იმაშია, რომ რიტა მაშინ 14 წლის იყო და თავიზე ბევრად უფროსი ყმაწვილი შეუყვარდა.

“მის გარდა ვერავის და ვერაფერს ვხედავდი. მაშინ მეგონა, რომ ჩემზე უფროსი ბიჭისგან ასეთი ყურადღება დიდი პატივი იყო. დროს ერთად ხშირად ვატარებდით. დღეს ვხვდები, რომ ყველაფერი ჩემი ნებით არ მომხდარა, თუმცა ამას აქამდე საკუთარ თავთანაც არ ვაღიარებდი. ამ ადამიანით შეპყეობილი ვიყავი და მის გამო ყვეაფერზე მივდიოდი, მაგრამ 14 წლის ადამიანი პატარა ბავშვია, რომელმაც არ იცის სინამდვილეში რა უნდა“ – აღიარებს ორა ბიოგრაფიულ წიგნში.

მომღერალი თავისი თინეიჯერობის ასაკზე და იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც ლონდონში კოლეჯში სწავლობდა. არტისტი ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე გიჟური წლები იყო, თუმცა ბევრ რაღაცას დღეს ნანობს. მათ შორის იმასაც, რომ პირველი სქესობრივი კავშირი 14 წლის ასაკში ზრდასრულ მამაკაცთან ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლოს დღის შუქზე რიტა ორას ბიოგრაფიული წიგნი გამოვა, რომელშიც მომღერალი თავისი ბავშვობიდან მოყოლებული, დღევანდელი ცხოვრებით დამთავრებული ყველაფერზე გულახდილად ჰყვება. ამ ვითომდა შემთხვევით გაჟონილმა ინფორმაციამ პოტენციურ მკითხველში კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია, ასე, რომ საზოგადოება წიგნის გამოშვებას სულმოუთქმელად ელის.