ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ვიზაჟისტი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს

0
65

სრულიად ჰოლივუდი ძვირფასი მეგობრის დაკარგვას გლოვობს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ განთქმული სტილისტი, რომელიც წლების განმავლობაში არაერთ ვარსკვლავთან თანამშრომლობდა, გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში იპოვნეს.

ქეითი ფერის, სელენა გომესის, მერაია ქერის და სხვა ვარსკვლავების პირადი ვიზაჟისტი მანქანის სალონში საკუთარმა ასისტენტმა აღმოაჩინა. 37 წლის ჯეიკ ბეილის გარდაცვალების მიზეზად სამართალდამცავებმა გამონაბოლქვით გაგუდვა დაასახელეს, შესამაბისად პოლიციის პირველი ვერსია თვითმკვლელობაა.

როგორც ირკვევა, ბოლოს ბეილი 1 კვირის წინ ფოტოსესიაზე სელენა გომესთან ერთად მუშაობდა. 23 წლის ვარსკვლავი ვიზაჟისტის ახლო მეგობარი გახლდათ. გარდაცვლილის სამეგოროში ამბობენ, რომ მამაკაცი არასდროს ყოფილა დეპრესიული და არც თავის მოკვლის მიზეზი ჰქონია. აღნიშნავენ, რომ ეს უკანასკნელი ძალიან ენერგიული და სიცოცხლით სავსე იყო. მეტიც, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯეიკ ბეილიმ ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი ფოტოც გამოაქვეყნა. მათ შორის სელენა გომესთან ერთად.

ოჯახის ახლო მეგობრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და მოითხოვენ, რომ საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრას.