ტელეწამყვანი ეკა ხოფერია იტალიაში იმყოფება. რომში მოგზაურობის კადრებს ეკა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს. ტელეწამყვანი იტალიაში გადაცემის გადაღებისთვის გაემგზავრა, გადაცემაში ნაჩვენები იქნება როგორ ცხოვრობს და მსახურობს იტალიაში მამა იოანე. მამა იოანე, წარსულში ჟურნალისტი და თანამდებობის პირი იყო, მას საერო ცხოვრებაში ზაზა ხელაიას სახელით იცნობდნენ. ტელეწამყვანი იტალიაში ქართულ მრევლსაც შეხვდა. ეკა ხოფერიას იტალიაში თან ახლავს უფროსი ქალიშვილი ანანო ლევიძე, რომელიც აშკარაა რომ დედასთან ერთად თავს მშვენივრად გრძნობს.