ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე?

0
2629

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს 10 წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. კონკურსანტი ხუთკაციანმა ჟიურიმ შეარჩია. საკონკურსო სიმღერაზე, მარიამ მამადაშვილთან ერთად, კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ იმუშავა.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-14 კონკურსს მალტის დედაქალაქი 20 ნოემბერს უმასპინძლებს.

საბავშვო ევროვიზიის შესახებ, „მუზიკბოქსს“ კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე ესაუბრა.

– წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. ის „ბზიკები სტუდიოს“ წევრია. შარშან მონაწილეობა მიიღო ბროდვეის ერთ-ერთ მუსიკალურ სპექტაკლში. მოწვევა აქვს ასევე „დისნეი სტუდიოდან“. ევროვიზიისთვის სიმღერა საკმაოდ მოკლე პერიოდში ჩავწერეთ. რადგან მარიამს კარგი მუსიკალური მონაცემები და ფართო დიაპაზონი აქვს, ამიტომ კლასიკური ჟანრის სიმღერა დავწერეთ. ჩვენი მესიჯი წლევანდელ კომპოზიციაზე არის: „მზე ყველასია და ის ბედნიერებას და სიყვარულს მოგვიტანს“.

– რატომ გადაწყვიტეთ ეს მესიჯი გაგეგზავნათ?

– ჩემი იდეა იყო ეს. სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვა არ აქვს. „ევროვიზიაზე“ ყოველწლიურად განსხვავებული ჟანრის სიმღერით ვიღებთ მონაწილეობას და ამ მხრივ წელსაც არ ვიქნებით გამონაკლისი.

– სასცენო ჩაცმულობაზე ვინ იზრუნა?

– მარიამის სასცენო ჩაცმულობაზე იზრუნა დიზაინერმა მარიკა ქურთუბაძემ. ერთ ღამეში შეიკერა ჩვენი კონკურსანტის საკონცერტო კაბა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here