რა აწერია მასტერის მანქანას და რატომ გააკრიტიკეს 10 000-ლარიანი ნომრის ნიშნის გამო

0
830

რეპერი მასტერი თავისი მანქანის, BMW-ს მარკის ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი განსაკუთრებული ნომერი ჩანს, ნომრის ნაცვლად, რეპერის სახელი აწერია. ყველასთვის ცნობილია, რომ ამგვარი გამორჩეული სამანქანე ნომრის აღება საკმაოდ დიდ თანხას უკავშირდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ ფოტოს შემდეგ, რომელსაც მასტერმა დააწერა: „ჩემი მეგობარი“, რეპერს რამდენიმე ადამიანი კრიტიკით გამოეხმაურა და დაუწერეს, რომ 10 000-ლარიანი ნომრით სიარული გაჭირვებულ ქვეყანაში არ შეიძლება, რაზეც მასტერმა უპასუხა, რომ ეს ნომერი მეგობრებმა აჩუქეს და დასძინა:

„კარგია კარგი მანქანა, კომფორტი – რა ჯობია? ვინ იტყვის უარს, მაგრამ ეს ყველაფერი მარტივია, რაღაც გაგიმართლებს, თანხას მოიგდებ და იყიდი ნებისმიერ მანქანას – ეს ყველაფერი ზედმეტად მარტივია. რთულია ადამიანების პოვნა, მეგობრების შეძენა – რამდენადაც რთულია ეს, იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ რომ თითოეული მეგობარი ბოლომდე გვერდით შევინარჩუნოთ და მარტივად, უაზროდ არავინ დავკარგოთ. არ ვქადაგებ, არავის ვმოძღვრავ, მე ჩემში გმირს არ ვხედავ და არც ვარ. უბრალოდ, მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი ილუზიაა – რა გაცვია, რა მანქანით ხარ, რამდენი ლაიქი გაქვს და რამდენი ფოლოვერი გყავს, ეს ყველაფერი არის დროებითი სიყალბე – მარადიულია სიყვარული და აი, გვშურდეს მართლა მათი, ვისაც უყვარს და ვინც უყვართ, რადგან ეს ყველაფერი მართლა დეფიციტურია, სხვა დანარჩენი უბრალოდ ფასადია…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here