როგორ გამოიყურებიან ქართველი ვარსკვლავები მაკიაჟის გარეშე – ქართველი ფოტოხელოვანის პროექტი

0
659

ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა, გიორგი ცაავამ, რომელიც კერძო შეკვეთებისა და პროექტების გარდა, ქართული ტელევიზიების არაერთ საერთაშორისო ტელეპროექტზე მუშაობს, მათ შორის „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“, „მასტერშეფსა“ და „ვოისზე“, საზოგადოებას ახალი, საინტერესო ფოტოპროექტი შესთავაზა.

„ნამდვილი მე“ – გიორგი ცაავას მიერ მოფიქრებული ფოტოგადაღების ფარგლებში, მან, ქართველი ვარსკვლავების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის თანხმობის შემდეგ, მათი სრულიად უმაკიაჟო, შავ-თეთრი სურათების გამოქვეყნების ნებართვა მიიღო.

„პროექტი ემსახურება იმას, რომ შეგვახსენოს – ფოტოშოპი, ფილტრები და სხვადასხვა საშუალება ჩვენს ცხოვრებაში ისე შემოიჭრა, რომ გვავიწყებს, სინამდვილეში როგორები ვართ!..

ნუ იქნები ყველას მსგავსი და იყავი ის, ვინც ხარ. გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ“, აღნიშნავს გიორგი ცაავა.

თავად ვარსკვლავებს ძალიან მოსწონთ უმაკიაჟო ფოტოები და თავადაც აქვეყნებენ საკუთარი სოციალური ქსელების ანგარიშებზე.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here