რა აკავშირებს სტეფანეს აზერბაიჯანელ სექს-სიმბოლოსთან?

0
1820

მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საზოგადოებას მუდმივად გემოვნებიან პროექტებს სთავაზობს, მის მიერ ჩაწერილი ბოლო სიმღერა “ჩემი აღარა ხარ მორჩა“, გაჟღერებისთანავე ჰიტი გახდა. სტეფანე ახლა მორიგი სიმღერის ქავერზე მუშაობს.

– რა სიახლეებს სთავაზობთ მსმენელს?

–  როგორ გითხრათ, ჩემი ცხოვრება სულ სიახლეებია, ახლა ახალ კლიპზე ვმუშაობ. სიმღერის სახელწოდება არის “დამიბრუნდი”, რომელიც ჩემი სიმღერაა. 7 მარტს ვიწყებ კლიპის გადაღებებს და პრემიერა მალე შედგება.

– ელოდით ბოლო ნამუშევრის „ჩემი აღარა ხარ მორჩა“ ასეთ წარმატებას?

– არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ ველოდი ამ სიმღერის გაჰიტებას.

– ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელ ვარსკვლავთან თანამშრომლობთ, დეტალურად გვიამბეთ ამის შესახებ…

– ბაქოში არის ასეთი ვარსკვლავი, აიგუმ კაზიმოვა, რომელთანაც მე დიდი ხანია ვთანამშრომლობ, ახლა სწორედ მის სოლო კონცერტზე ვმუშაობ, რომელიც ბაქოში გაიმართება.

– თავად არ გეგმავთ სოლო-კონცერტის ჩატარებას?

– ვგეგმავ კონცერტის ჩატარებას, რომელიც აპრილში გაიმართება, ეს იქნება ძალიან მასშტაბური, დიდ რაოდენობაზე გათვლილი კონცერტი. ზუსტი თარიღი და კონცერტის ჩატარების ადგილი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რადგან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here