ჯგუფ А’Студио-ს სოლისტმა, ქეთა თოფურიამ რამდენიმე წლის წინ ტანსაცმლის საკუთარი ხაზი KETIone შექმნა. გასული წლის შემოდგომაზე კი მან პირველად წარმოადგინა კოლექცია მოსკოვში გამართულ მოდის კვირეულზე.
თუმცა მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ქეთამ გადაწყვიტა ტანსაცმელი პატარებისთვისაც შექმნას. მიმდინარე კვირას მომღერალმა პატარა გოგონებისთვის განკუთვნილი ტყავის ქურთუკების ლიმიტირებული სერია გამოუშვა, რომელიც საკუთარ ქალიშვილს, ოლივიას მიუძღვნა.
გოგონამ უკვე მოირგო დედის დიზაინით შექმნილი ტანსაცმელი ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.