“ნარკოტიკებს რომ არ მოვიხმარ, უკვე მეუხერხულება კიდეც…“

0
64

გიორგი დადიანი სოცქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელიც ნარკომანიას ეძღვნება. მისი აზრით, ამ თემის ისეთი პოპულარიზაცია მიმდინარეობს, რომ უკვე ეუხერხულება, რომ ნარკომანი არ არის.

“ნარკოტიკებს რომ არ მოვიხმარ, უკვე მეუხერხულება კიდეც…

ბებიაჩემი მეუბნებოდა, ჩემს ახალგაზრდობაში ნარკომანია სირცხვილი იყოო, მე ალექსას შვილებს ვეტყვი, რომ ჩემ ახალგაზრდობაში ნარკოტიკების არ მოხმარება იყო სირცხვილი.

ნებისმიერი ადამიანის არჩევანს პატივს თუ არ ვცემ, მინიმუმ მესმის მისი, მაგრამ “თრობა“ ჩემი კონდიცია არ არის, არ ვთვლი, რომ ეს მდგომარეობა რამე რაკურსით მაინც cool არის, ჩემთვის cool არის სნოუბორდი ფეხებქვეშ და სინათლის სიჩქარით დაშვება ანგელოზური თეთრი მთებიდან, cool არის კლდეზე ასვლა შიშველი ხელებით, როცა გული პირიდან ამომდის 60-70 მეტრზე გამოკიდებულს, cool არის კილომეტრებით სირბილი და ამ დროს ფიქრი, cool არის მოგზაურობა და თვითშეცნობა, cool არის პრობლემების გადაჭრა, cool არის ერთი-ერთზე კარგი ჩხუბი, ამოცანების დასახვა და შემდეგ ამოხსნა, კითხვა, მუსიკა, საყვარელ ქალთან ერთად ცხოვრება, პროფესიიის პატივისცემა, ბუნებასთან ჰარმონაში მოსვლა (რამდენადაც მიგიშვებს), აისის ნახვა და სულიერი მარხვა / თვითლიმიტაცია, უარის თქმა შეგნებულად, თავისუფლება, და რაც მთავარია სიმშვიდე.

ნარკოტიკი shortcut-ია და შორტქათებით მწვერვალზე ასვლა აფერისტობაა, ვერ ვაპრავებ მიკნუტებულ ქიმიით ოკუპირებულ ორგანიზმებს, ნარკოტიკის მოძიებიდან-მოხმარებამდე პროცესი, ნაგვის კულტივირება, ძაან დიდი ბოდიში, მაგრამ მეგოიმება ეს ყველაფერი და თუ ვინმე ამას 5სნობათ ჩამითვლის, შევ…ი 5 ჯერ.

P.S. მარიხუანა ნარკოტიკი არ არის“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here