როდიდან გაიყიდება ჯაზფესტივალის ბილეთები და სად და რა ფასად შეიძენთ მათ?

0
23

15-დან 24 ივლისის ჩათვლით ბათუმი შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ბათუმში ამ დღეების განმავლობაში ნამდვილი ვარსკვლავცვენა იქნება. ქუინსი ჯონსი, ლორენ ჰილი, კრის ბრაუნი, The Prodigy, ჯეიმი ქალამი, მეისი გრეი მაილს ელექტრიკ ბენდი.

ინტერნეტსივრცე უკვე მოიცა ამ ჩამონათვალით აღფრთოვანებული ადამიანების შეფასებებმა. სოცქსელში ჯაზფესტივალის წლევანდელი ლაინ-აფი ხუმრობის თემადაც იქცა, წერენ, რომ ასეთი კონცერტებისთვის, რაც საქართველოში ზაფხულის განმავლობაში იმართება, სამთვიანი შვებულების აღებაა აუცილებელი.

ყველას აინტერესებს, რა ეღირება ბილეთები და როდიდან გაიყიდება. “ფორტუნას“ ინფორმაციით, თითოეულ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარი გახლავთ, ანუ თუკი ყველა კონცერტზე დასწრება არ გსურთ და გინდათ, აირჩიოთ, თითო კონცერტში სწორედ 50 ლარს გადაიხდით. “თიბისის“ სხვადასხვა ბარათის მფლობელებისთვის 15-20 %-იანი ფასდაკლებებია განსაზღვრული.

ჯაზფესტივალის ბილეთები 11 მაისიდან საიტზე tkt.ge გაიყიდება.

დღეს შავი ზღვის მეათე ჯაზფესტივალტან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს “თიბისი“ ბანკის გენერალურმა დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა და “ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ.

ბათუმის ჯაზფესტივალი პროექტ “Check In Georgia“-ს ფარგლებში ათი დღის განმავლობაში ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით, რომელთა ჩამონათვალიც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია. გარდა ამ მუსიკოსებისა, კლუბში “Take five“ შედგება მეისი გრეის დიჯეი სეტი, ნიკ ვესტის, დიჯეი ლოჯიქისა და მეგობრების და ასევე ქართველი მუსიკოსების კონცერტები.

ბათუმში ფასიანი კონცერტების გარდა, ღია ცის ქვეშ, უფასო კონცერტებიც გაიმართება, ჯაზბენდების მონაწილეობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here