ქართველმა მომღერლებმა მიუნხენში კონცერტი გამართეს

0
899

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა და ტელეწამყვანმა ზალიკო ბერგერმა საკუთარი ძალები, კონცერტის წამყვანის ამპლუაში პირველად მოსინჯა. აჩიკო მეფარიძესთან და ზურა ხაჩიძესთან ერთად, ის გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი ჩაატარეს. კონცერტი მიუნხენში ჩატარდა და როგორც ჩანს, ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ემიგრანტებმა და კონცერტის ორგანიზატორებმა კარგი მასპინძლობაც გაუწიეს. ისინი ქალაქში ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და მიუნხენის სხვადასხვა გასართობ ადგილებს ესტუმრნენ.

ქართველმა მომღერლებმა გერმანიაში ცნობილი და ემიგრანტებისთვის მონატრებული ჰიტები შეასრულეს. ისინი საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here