ვინ შეაფასებს პროექტის “შენ შეგიძლია ცეკვა” კონკურსანტებს – ჟიურის წევრი, რომელიც სპეციალურად ამერიკიდან ჩამოვიდა

0
2503

სულ მალე „იმედის“ ეთერში ტელეშოუ „შენ შეგიძლია ცეკვა“ იწყება. პროექტის მონაწილეები უკვე შერჩეულები არიან. საუკეთესო მოცეკვავეებს სპეციალურად შემდგარი ჟიური შეარჩევს, რომელთა შემადგენლობაში დუტა სხირტლაძე და სალომე ჭაჭუაც არიან.

სალომე ჭაჭუა ჟიურის ამპლუაში ძალებს პირველად მოსინჯავს. გადაცემის პრომოში, მის მოშიშვლებულ დეკოლტეს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, სალომე ჟიურის წევრობისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. ის მეტყველებაში ემზადებოდა და მისი მასწავლებელი დუტა სხირტლაძე იყო. ამის შესახებ ცნობილმა მოცეკვავემ „დღის შოუში“ ისაუბრა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ ამპლუას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგება. სალომემ გადაცემაში ენის გასატეხებიც გაგვიზიარა, რომელიც დუტა სხირტლაძემ ასწავლა.

“სალომე კარგი მოსწავლე აღმოჩნდა, რაც გადაცემაში დუტამაც დაადასტურა: სალომე მოსწავლე არ არის, სალომე არის მანიაკი. ასეთი გოგო არ არსებობს. გიჟი, გიჟი, გიჟია. არ ჩერდება. ჩემი გაკვეთილების შემდეგ, თავის მოსწავლეებთან დაიწყო გამართულად შენიშვნების მიცემა” – განაცხადა დუტამ იმედის ეთერში.

რაც შეეხება ჟიურის კიდევ ერთ წევრს, ის ამერიკაში მცხოვრები ქართველი მოცეკვავე, ნათია რთველიაშვილია. ნათია 2005 წლიდან ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერასთან თანამშრომლობს, 2007 წლიდან კი „რივერდანსის“ დასის წევრია. ნათიამ „დღის შოუში“ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი მეუღლე, მანგანი, სწორედ „რივერდენსში“ მოხვედრის შემდეგ გაიცნო, ის  მევიოლინეა. 16 წლიანი ემიგრაციიდან, ნათია საქართველოში სპეციალურად ამ პროექტისთვის დაბრუნდა.

ზაკ რისს, ქართული საზოგადოება მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს. ის ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. სწორედ ზაკ რისი მუშაობდა ქართულ პროექტზე „ერთი ერთში“, რომელიც „იმედზე“ გადიოდა. ფრანგი მოცეკვავე ბილი კროუფორდთან და ჯანეტ ჯექსონთან ცეკვავდა, ასევე ბრიტანული და ფრანგული „იქს ფაქტორის“ ქორეოგრაფი იყო.

გრანდიოზული შოუ „იმედზე“ 1 ნოემბერს დაიწყება. ვინ იქნებიან შოუს წამყვანები ჯერჯერობით უცნობია. „დღის შოუში“ მხოლოდ ერთი წამყვანის ვინაობა გაირკვა და ეს ეკა ამირეჯიბია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here