“ოქროს ტალღა 2017-ის” მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო

0
1919

“ოქროს ტალღა 2017-ის” მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. 125 სიმღერა უკვე ელის მხარდაჭერას. წლის საუკეთესო ქართული სიმღერის გამოსავლენად კონკურსს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ 2013 წლიდან ატარებს. სხვადასხვა დროს კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ დაასახელა, 5000 ლარით დაჯილდოვდნენ, მათ შორის იყვნენ ნიაზ დიასამიძე, ანრი ჯოხაძე და სხვა შემსრულებლები.

ახლახან საიტზე goldenwave.ge გამოქვეყნდა ის სიმღერები, რომლებიც შესაძლოა, ინტერნეტრჩეულის ნომინაციაში მოხვდნენ, თუკი შესაბამისი რაოდენობის ხმას დააგროვებენ.

125 სიმღერას შორის მოხვდა თემო საჯაიას “სიფრიფანა გოგო”, მომღერალი მსმენელს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

“მეგობრებო ჩემი სიმღერა წარდგენილია დაჯილდოვება “ოქროს ტალღა- ზე”, გახსენით და შეგიძლიათ 24 საათში ერთხელ მისცეთ ხმა! თუ არ მისცემთ, არც ეგაა დიდი პრობლემა!“ – წერს საჯაია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here